თბილისში სენატორ მაკკეინისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეკრებილებმა საქართველოს წინაშე ამერიკელი სენატორის ღვაწლი გაიხსენეს და ისაუბრეს საქართველოსა და ამერიკის დიპლომატიურ ურთიერთობებზე. ღონისძიებას პოლიტიკოსები, საელჩოებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. სენატორი ჯონ მაკკეინი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.