19 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ხელისუფლება საფრთხეს უქმნის იმას, რაც ევროინტეგრაციის გზაზე უკვე მიღწეულია - ოპოზიცია ევროპარლამენტარების კრიტიკას ეხმაურება

ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას საგანგაშოს უწოდებს ოპოზიცია. მათი შეფასებით საქართველოს ვიზალიბერალიზაციას საფრთხე ემუქრება.

ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ევროპელი პარტნიორებისგან შენიშვნები და ნუ დააყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ ვიზალიბერალიზაციას.

„ხელისუფლებას არათუ ახალი მიღწევების განხორციელება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ, საფრთხეს უქმნის იმას, რაც უკვე მიღწეულია,“ -ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ ევროპელი კოლეგების შეშფოთება ლოგიკურია.

„მთელი ეს კასკადი, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ვუყურებთ, ნიშნავს იმას,რომ ხელისუფლება განგებ არ ატარებს ისეთ არჩევნებს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის  დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა და შეფასდებოდა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი,“-ამბობს ირაკლი კიკნაველიძე.

”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, რომ თუ საქართველომ ხელისუფლების მიერ არჩეული გზით იარა ევროპასთან მიღწეულ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეექმნება.  

 

დღის ამბები