19 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა რეკლამაში 5 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი დახარჯა, გრიგოლ ვაშაძემ დაახლოებით 633 ათასი - აუდიტის სამსახური

საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ გაწეული საერთო ხარჯი 13 მილიონ 839 ათას 319 ლარია, აქედან 7 მილიონზე მეტი რეკლამებში დაიხარჯა.

თანხა პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 1-ელი აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით აითვისეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თანხის უმეტესი ნაწილი, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატზე მოდის.

სალომე ზურაბიშვილმა რეკლამაში სულ 5 მილიონ 200 ათასზე მეტი ლარი დახარჯა. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კი დაახლოებით 633 ათასი.

დღის ამბები