19 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ყალბი პირადობების შესაძლო დამზადება - წალენჯიხის სერვისების სააგენტოს თანამშრომელი პროკურატურაში დაიბარეს

არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებების ერთ-ერთი ფიგურანტი, არკადი ფიფია, რომელიც წალენჯიხის სერვისების სააგენტოს თანამშრომელია, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს არ პასუხობს.

სამოქალაქო სექტორის ინფორმაციით, ფიფია წალენჯიხიდან გლდანში საგანგებოდ მიავლინეს, რადგან მისი არყოფნის დროს ყალბი პირადობის მოწმობები დაებეჭდათ.

არკადი ფიფია პროკურატურაში დაიბარეს და უწყებაში ის დღეს გამოცხადდა. ის ჟურნალისტებს გაექცა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ მივლინებაში იმყოფება, თუმცა მიზეზები არ განუმარტავს.

„მივლინებაში ვარ ოფიციალურად. ვადასტურებ ამას. სხვა დანარჩენ კითხვაზე მიმართეთ პრესამსახურს,“- განაცხადა არკადი ფიფიამ.

თეა წულუკიანის განცხადებით კი, არკადი ფიფია გლდანის მომსახურების ცენტრში გადამზადების მიზნით ჩამოვიდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები