19 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ე.წ. ფოტოგრაფების საქმე - სასამართლოში სალომე ზურაბიშვილი მივიდა

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოაცხადოს. 2011 წელს დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ფოტორეპორტიორების, ნათია და ირაკლი გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვს.

სასამართლოში „ქართული ოცნების“ რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. მისი თქმით, ქვეყანას ყველაზე მეტად სამართლიანობის აღდგენა სჭირდება. 

„სამართლიანობის აღდგენა არის ის, რაც ყველაზე უფო სჭირდება ამ ქვეყანაზე. იმისთვის, რომ დაწყნარდეს, იმისთვის, რმ მშვიდობა დავიბრუნოთ და განვითარდეთ, ეს არის სიმბოლური დღე, რაც დღეს წყდება, არის წარსულთან იმ ფურცლის გადაშლა და დამთავრება,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები