05 მაისი 2024,   00:34
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში - არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ზურაბიშვილის მხარდამჭერები შეხვედრებს მართავენ

"პატრიოტთა ალიანსის" საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში,- "კურიერის" ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიის წევრები რუსეთის დედაქალაქში საგანგებო შეხვედრებზე გაემგზავრნენ.

"პატრიოტთა ალიანსი" "ქართულ ოცნებასთან" ერთად მეორე ტურის წინ ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთო და მხარდამჭერები მობილიზებით არის დაკავებული.

”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი თანაპარტიელების მოსკოვში ჩასვლას ადასტურებს, თუმცა გოჩა თედორაძე ვიზიტის მიზნებზე არ საუბრობს.

„ზუსტი რიცხვი არ ვიცი როდის გაფრინდნენ, გუშინწინ თუ გუშინ. ეს თემები ზუსტად არ ვიცი და იქნებ თავად გიორგი დაუკავშირდეთ“-ამბობს ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი გოჩა თედორაძე.

დღის ამბები