19 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
„გათიშეთ კამერა!" - გლდანში საზოგადოებრივ ცენტრში "კურიერს" ტერიტორია დაატოვებინეს

გლდანში იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ ცენტრში „კურიერს“ გადაღების საშუალება არ მისცეს. დაცვის სამსახური ძალის გამოყენებით „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტისა და ოპერატორის გამოგდებას შეეცადნენ.

„კურიერს“ წალენჯიხის სერვისების განვითარების სააგენტოდან თბილისში, გლდანში არკადი ფიფიას გადმოყვანასთან დაკავშირებით უნდოდა შეკითხვების დასმა.

„გათიშეთ კამერა, კერძო ტერიტორიაა, გაბრძანდით გარეთ“- განუცხადეს „რუსთავი 2"-ს.

ოფიციალური ინფორმაციით, ფიფია თბილისში მივლინებით, გადამზადების გამო გადმოიყვანეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით კი, არკადი ფიფია წალენჯიხიდან გლდანში საგანგებოდ მიავლინეს, რადგან მისი არყოფნის დროს ყალბი პირადობის მოწმობები დაებეჭდათ.

 

დღის ამბები