თბილისში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ჩატარებიდან, რა დროსაც აჰმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ლიკვიდირება მოხდა, ერთი წელი გავიდა.
ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე, ჩატაევის საქართველოში შემოსვლაზე პასუხისმგებლობას საქართველოს წინა ხელისუფლებას აკისრებს.
ის ამბობს, რომ ჩატაევთან სწორედ ისინი თანამშრომლობდნენ. რაც შეეხება ჩატაევის ციხიდან გათავისუფლებას, ჩიმაკაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ის მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა, რომ წინა ხელისუფლებამ ბრალი არასწორი მუხლით წარუდგინა. ჩიმაკაძე ამბობს, რომ ჩატაევი 2017 წელს საქართველოში არალეგალურად შემოვიდა და მის ქვეყანაში შემოსვლაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.
„წინა ხელისუფლება თანამშრომლობდა ჩატაევთან. მაქვს უამრავი ფაქტი. მაგრამ ვერ გავასაჯაროებ. არ ვიცი ამ თემაზე გამოძიება მიმდინარეობს თუ არა. რატო გაათავისუფლა?-იმიტომ რომ არასწორი მუხლით იყო დაკავებული.
როგორ შემოვიდა საქართველოში?-ვინ შემოიყვანა?- წინა ხელისუფლებამ. 2010 წელს შემოვიდა პირველად, ბოლოს არალეგალურად შემოვიდა,ჩვენ არ შემოგვიყვანია, ეს დამტკიცებულია, ყველანაირი მტკიცებულება წარვადგინეთ, მათ შორის იმ მოწმეების ვინც მონაწილეობდა ტრანსპორტირებაში. სულ რაღაც 20 დღე იმყოფებოდა საქართველოში,“-ამბობს ჩიმაკაძე.
ჩიმაკაძის თქმით, ინფორმაცია, რომ ჩატაევის თანამზრახველები ინტერპოლით ძებნილი პირები საქართველოში ორი წლის მანძილზე იმყოფებოდნენ სიცრუეა.