19 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
გასაგებია, რომ მათ არ უნდათ პასუხი გასცენ მწვავე კითხვებს - შს მინისტრი მიმდინარე კვირას პარლამენტში აღარ მივა

შინაგან საქმეთა მინისტრი მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოში აღარ მივა - გავრცელებული ინფორმაციით, კონსულტაციები მისვლის თარიღთან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობს.

გიორგი გახარიას მისვლას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით "ევროპული საქართველო" ითხოვდა.

გიორგი გახარია რომ პარლამენტში ამ კვირის ბოლოს მივიდოდა, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

"არ მოდიან, ფაქტია. გასაგებია, რომ მათ არ უნდათ პასუხი გასცენ მწვავე კითხვებს, იმიტომ რომ ბატონი გახარია დაკავებულია ზუგდიდში საარჩევნო საქმიანობით, რომელიც დიდი ალბათობით არის უკანონო,“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ უმჯობესია ოპოზიციის კითხვებს მშვიდ გარემოში, არჩევნების შემდეგ გაეცეს პასუხები.

დღის ამბები