19 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ნადირობა ხმებზე და ზეწოლა კერძო სექტორის თანამშრომლებზე - სავაჭრო ცენტრ "საბას" ხელმძღვანელობა თანამშრომლებისგან პირად მონაცემებს ითხოვს

ნადირობა ხმებზე და ზეწოლა უკვე კერძო სექტორის თანამშრომლებზე - სავაჭრო ცენტრ საბას ხელმძღვანელობა თანამშრომლებისგან პირად მონაცემებს ითხოვს და მათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებს.

კურიერს ხელში ჩაუვარდა ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილი მესიჯები, რომლითაც ისინი თანამშრომლებს პირადობის მოწმობების ასლის მიტანას სთხოვენ.

კურიერს წყარო უწყვება, რომ ადმინისტრაცია შეხვედრებს მართავს თანამშრომლებთან და მათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. წყაროს ცნობით, შეხვედრები პირველი ტურის შემდეგ დაიწყო და ოფიციალური მონაცემების მოთხოვნაც ამის შემდეგ დაიწყო.

„გთხოვთ საბას ადმინისტრაციაში წარადგინოთ თქვენთან დასაქმებული და საბას ტერიტორიაზე მომუშავე პირების - გამყიდველი, მძღოლი, მუშა, დამლაგებელი და სხვა, მათი პირადობის მოწმობების ქსეროასლი, ტელეფონის ნომერი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ერთი კვირის ვადაში,“ - აღნიშნულია შეტყობინებაში. 

კურიერის გადამღებ ჯგუფს სავაჭრო ობიექტის დაცვამ თანამშრომლებთან გასაუბრების უფლება არ მისცა.

დაცვამ განმარტა, რომ ადმინისტრაცია არასამუშაო დღის გამო არ იმყოფება სამსახურში.

 

დღის ამბები