19 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
პოლიტიკური კორუფცია - ლევან ხაბეიშვილი სავაჭრო ცენტრ "საბას" ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე

სავაჭრო ცენტრ საბას ადმინისტრაციის მიერ თანამშრომლების დავალდებულებას, რომ მეორე ტურში ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი, კრიტიკულად აფასებს.

ხაბეიშვილი ხელისუფლების მიერ კერძო სექტორის თანამშრომლების მობილიზების მცდელობას "პოლიტიკურ კორუფციად" აფასებს და ამბობს, რომ ამით გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

„საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან. კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც ამ შემთხვევაში ბიზნესს უკვე ავალდებულებს ხელისუფლება, შემდეგ უკვე ბიზნესი ავალდებულებს თანამშრომლებს და უზღუდავენ ადამიანებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, სავაჭრო ცენტრ საბას ადმინისტრაცია თავის თანამშრომლებს პირადობების მიტანას და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებს. მისივე თქმით, მეორე ტურისთვის უკვე გამზადებულია მიკროავტობუსები, რომლითაც მოქალაქეებს რეგიონებში გადაიყვენენ.

„თავისუფლად რომ სუნთქავს ის ბიზნესი, სამწუხაროდ, საკუთარ თანამშრომლებს არ აძლევს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას და ძალდატანებით ცდილობენ, ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმები შეაგროვონ. გუშინ, საღამოს, დაიბარეს ყველა თანამშრომელი და მოთხოვეს, რომ ქართულ ოცნებას მისცენ ხმა და მიიტანონ პირადობის მოწმობები და ავალებენ პირდაპირ ქართული ოცნების კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის, ხმის მიცემას. ასევე, თანამშრომლები ყვებიან, რომ არჩევნების დღეს გამოყოფილია სხვადასხვა რაიონის მიმართულებით ე.წ. მიკროავტობუსები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აუცილებლად შემოხაზავენ სალომე ზურაბიშვილს,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

სავაჭრო ცენტრ საბას ხელმძღვანელობა თანამშრომლებისგან პირად მონაცემებს ითხოვს და მათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებს.

კურიერს ხელში ჩაუვარდა ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილი მესიჯები, რომლითაც ისინი თანამშრომლებს პირადობის მოწმობების ასლის მიტანას სთხოვენ. 

დღის ამბები