„ბოლო პერიოდში, ალბათ, ყველასთვის ცნობილი გახდა არაერთი სქემა და მექანიზმი არჩევნების გაყალბების, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ შემუშავებული," - ეს განცხადება "ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პირდაპირ ეთერში გააკეთა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, გიორგი ვაშაძე ამომრჩეველზე ზეწოლასთან დაკავშირებით საუბრობს.
„ბოლო პერიოდში, ალბათ, ყველასთვის ცნობილი გახდა არა ერთი სქემა და მექანიზმი არჩევნების გაყალბების, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ შემუშავებული. ეს არის საარჩევნო სიებით მანიპულირება, ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, პირადობის მოწმობების, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ხალხის დაშინება და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, გაერთიანების წევრებმა, დეტალურად შეისწავლეს „ქართული ოცნების“ მიერ ჩადენილი ქმედებები, რომელიც არჩევნების გაყალბებას უკავშირდება.
„დღეს უკვე სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მთლიანად, მთელი საქართველოს მასშტაბით, თითოეულ უბანზე, სრული მზაობაა ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან, იმისთვის, რომ აღკვეთოთ ყველა ეს გაყალბების ფაქტი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მეორე ტურზე, საარჩევნო უბნებზე 20 ათასი ადამიანი იქნება მობილიზებული, რომელთაც უმაღლესი სტანდარტის ტრენინგი აქვთ გავლილი, რათა გაყალბების ფაქტები გამოვლენილ იქნას. აქვს, ვაშაძემ საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართა და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„ვერ შეძლებს "ქართული ოცნება" თქვენი ხმის გაყალბებას, მთავარია, თქვენ იყოთ აქტიურები, მოხვიდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
გარდა ამისა, ვაშაძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მოეცეს ყველა ის პირი, ვინც ამომრჩეველზე ძალადობს.