19 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, კამპანიის დაფინანსება, სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები - "გამჭვირვალობა" ანგარიშს წარადგენს 

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტები როგორც კანდიდატის შემოწირულობა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშშიც მოხვდება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ორგანიზაცია ბოლო შუალედურ ანგარიშს წარადგენს.

საარჩევნო კამპანიის ფინანსები და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის - ამ თემაზე ვრცელ ანგარიშს სამოქალაქო სექტორი რამდენიმე საათში გაასაჯაროებს.

„ძირითადი აქცენტი არის გაკეთებული ორ რამეზე, ეს არის საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხები. მათ შორის ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები. პირველ ტურთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პრობლემების რაოდენობა, როგოც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების კუთხით, ისე კამპანიის დაფინანსების კუთხით. გვაქვს ასევე მიმოხილული კონკრეტული შემთხვევები ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის,“-განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

დღის ამბები