19 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
არასდროს დავუჭერ მხარს ადამიანს, რომელიც 2008 წლის ომზე სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსეთის რიტორიკას - მოსამართლე ნონა წოწორია ზურაბიშვილის წინააღმდეგ

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"პირადად მე არასდროს დავუჭერ მხარს არც ერთ თანამდებობაზე და მით უმეტეს ქვეყნის მთავარსარდლად ადამიანს, რომელიც 2008 წლის ომზე სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსეთის რიტორიკას და რომელიც თავისი საქმიანობით ძირს უთხრის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს“ - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნონა წოწორია.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ეჭვს აღარ ტოვებს, რომ რუსეთი ღიად და პირდაპირ არის ჩართული ამ არჩევნებში.

"კითხვა ასე დგას, ვიკმაროთ თუ არა ზიანი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიაყენა ქვეყანას, თუ მივცეთ მას უფლებამოსილება ეს ზიანი შეუქცევადი გახადოს,-" წერს წოწორია.

დღის ამბები