19 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - საარჩევნო პროცესს ODIHR დააკვირდება

58 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება, ერთ-ერთი "ODIHR" იქნება. 

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები უკვე თბილისში იმყოფებიან. დამკვირვებლები როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში განთავსებულ საარჩევნო უბნებზე გადანაწილდებიან.

არჩევნების დღეს სულ 215 დამკვირვებელი იმუშავებს. ეუთოს სადამკვირვებლო მისია პირველად შეფასებას პრესკონფერენციაზე 29 ნოემბერს გაასაჯაროებს. საბოლოო დასკვნას კი 8 კვირის შემდეგ წარმოადგენს.

„215-ი დამკვირვებელი საარჩევნო პროცესებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეისწავლის.
ოდირის წარმომადგენლების გარდა საქართველოში ჩვენი პარტნიორების- ევროპარლამენტისა და საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები, სულ 26 პარლამენტარი იმუშავებს. წინასწარ შეფასებას არჩვენების მეორე დღეს გავასაჯაროებთ, სადაც პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდსაც შევაფასებთ. საბოლოო დასკვნა, საარჩევნო პროცესის დასრულებიდან 8 კვირის განმავლობაში იქნება მზად. კვლევის შედეგების გარდა, დოკუმენტში ჩვენს მიერ აღმოჩენილი პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციებიც იქნება წარმოდგენილი,”- ამბობს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტომას რეიმერი.

დღის ამბები