19 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
იმედია, არჩვენების დასრულების შემდეგ საზოგადოება პატივს სცემს მის შედეგებს - IRI-ს სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი თბილისშია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ს სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი სტივენ ნიქსი უკვე თბილისში იმყოფება.

არჩევნების დღეს ორგანიზაციის 6 ჯგუფი იმუშავებს, რომლებიც 5 რეგიონზე გადანაწილდებიან, დამკვირვებლები იმუშავებენ თბილისშიც და კენჭისყრის პროცესს მონიტორინგს გაუწევენ.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით წინასაარჩვენო პროცესებს. ჩვენ უკვე შევისწავლეთ საარჩევნო კამპანიები, ასევე დავაკვირდებით არჩვენების დღეს და ჩვენს შეფასებებს მეორე ტურის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ. IRI-ს მცირე სადამკვირვებლო მისიით არის წარმოდგენილი და რეგიონებში პროცესებს არჩვენების დღის განმავლობაშიც დააკვირდება. ისევე როგორც პირველ ტურამდე, ახლაც იმედს გამოვთქვამ, ეს იქნება კარგად წარმართული საარჩევნო პროცესი და არჩვენების დღე მშვიდ გარემოში ჩაივლის. არჩვენების დასრულების შემდეგ კი საზოგადოება პატივს სცემს მის შედეგებს“- ამბობს IRI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი სტივენ ნიქსი.

ამავე თემაზე
დღის ამბები