19 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
"ომეგა ჯგუფის" საქმე - ბიძინა ივანიშვილი ლონდონის სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს

ბიძინა ივანიშვილს ლონდონის სასამართლო დაკითხვაზე იბარებს - საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრსა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს საერთაშორისო სასამართლოსთვის მოუწევს ახსნა, თუ რატომ ერეოდა ის კომპანია „ომეგას“ საქმიანობაში.

ივანიშვილმა ლონდონის სასამართლოში უნდა განმარტოს რისთვის ითხოვდა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისგან 4 მილიონ ლარს.

ბიძინა ივანიშვილთან ერთად ლონდონის სასამართლოში „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნებსაც ელოდებიან.

ზაზა ოქუაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, დიმიტრი ქუმსიშვილი, ანზორ ჩუბინიძე, ლევან ყიფიანი, გიორგი გახარია და ნოდარ ხადური დაიბარეს. ადვოკატის თქმით, შეტყობინებაზე პასუხი მას მხოლოდ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გასცა. 

ადვოკატი ამბობს, რომ თუ ჩამოთვლილი პირები ლონდონის სასამართლოს ჩვენებას არ მისცემენ, მაშინ მათი მტკიცებულებები სასამართლოსთვის ანულირებული იქნება და სახდელი დაედებათ

დღის ამბები