გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი წინასაარჩევნო კანონდარღვევებზე საუბრობს. გიგა შუშანიას განცხადებით, მასობრივად ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება და მუქარა.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, წინასაარჩევნო პროცესებში აქტიურად არის ჩართული ძალოვანი უწყებაც.
„გამოვაქვეყნეთ ჩანაწერი სადაც „ქართული ოცნების“ შტაბში ადასტურებენ როგორ აიძულებენ კომისიის წევრებს კანონის დარღვევით აგიტაციაში მონაწილეობას. გუშინწინ ხელფასები გასცეს მათზე და იბარებდნენ რომ დამატებითი სამუშაოებისთვის მიეღოთ - ეს არის კანონდარღვევა, არჩევნების წინ სასწრაფოდ უნდა გაიწვიოს კომისიის წევრები,“-ამბობს გიგა შუშანია.
ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები საზოგადოებას დეზინფორმაციას აწვდიან.
„თუ ასეთი ფაქტები გამოვლინდება სადმე, ყველამ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს“-ამბობს ”ქართული ოცნების“ წევრი ოთარ ლორთქიფანიძე.