19 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ბათუმის მერის მოადგილედ მომღერალი სოფო ხალვაში დაინიშნა

ბათუმის მერის მოადგილედ მომღერალი სოფო ხალვაში დაინიშნა. ხალვაში ბათუმის მერიაში კულტურის, განათლებისა სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებების განვითარებაზე იმუშავებს. ის ბათუმის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. 

კითხვაზე - უკავშირდება თუ გადაწყვეტილება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში სოფო ხალვაშის ჩართვას, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ არა. 

ბათუმის მერის განმარტებით, სოფო ხალვაში მისი გამოცდილების გამო შეირჩა. კობახიძის თქმით, ხალვაში ცნობადი სახეა არა მხოლოდ საქართველოს არამედ მის ფარგლებს გარეთაც და მას კულტურის სფეროში დიდი გამოცდილება გააჩნია.  

"მერიაში უკვე საკმაო ხანია არის ვაკანსია მერის მოადგილეზე განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით. სოფო ხალვაშზე არჩევანი გაკეთდა, რა თქმა უდნა, იმ ნიშნიდან გამომდინარე, რომ ის წლებია მოღვაწეობს კულტურის სფეროში, მისთვის ეს სფერო განსაკუთრებით კარგად არის ცნობილი, ის არის შემოქმედებითი ადამიანი, ის არის კრეატიული ადამიანია, ეს არაერთხელ უჩვენებია სხვა შემთხვევებში და ვფიქრობ, რომ მისი ჩვენ გუნდში შემოერთება არის საკმაოდ გაძლიერება მუნიციპალიტეტის ამ მიმართულებით,"-განაცხადა კომახიძემ.

თავად სოფო ხალვაშის განცხადებით კი, ამ პოსტზე შემოთავაზება აჭარის ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში ჰქონდა, თუმცა გადაწყვეტილება ახლახან მიიღო.

"რადგან წინასაარჩევნოდ გაკეთდა ცოტა ბევრი შეკითხვა დაგროვდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ხანია, ზუსტად კონკრეტულად თარიღს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ დიდი ხანია ამასთან დაკავშირებით არის შემოთავაზება, მაგრამ რატომღაც ეს გადაწყვეტილება ვერ მივიღე, ვფიქრობდი ამასთან დაკავშირებით და უკვე დღეს გადავწყვიტე. გეგემები და ჩემი რაღაცა იდეები უკვე განვახორციელო, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად, გუნდის ძალიან დიდი იმედი მაქვს მე და ყველაფერზე გეგმებთან დაკავშირებით ახლა, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ, უკეთესად ჩავიხედები ამ ყველაფერში,"-აცხადებს სოფო ხალვაში. 

სოფო ხალვაში აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა, ის სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ხალვაშმა სხვა მომღერლებთან ერთად, ზურაბიშვილის საარჩევნო სიმღერა შეასრულა. გარდა ამისა, ის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კლიპშიც მონაწილეობს. 

მაუწყებლის ეთიკის საბჭომ, ფაქტი შეუსაბამოდ ჩათვალა და ხალვაში თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

დღის ამბები