19 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს სადამკვირვებლო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

განხილვის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო. მთავრობის მეთაურმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამჯერადაც, ისევე, როგორც 2012 წლიდან დღემდე ყველა არჩევნებზე, უზრუნველყოფილი იქნება არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამის, სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ დაადასტურა მზადყოფნა, თითოეული ამომრჩევლის ხმა იყოს დაცული და განაცხადა, რომ სამართალდამცავი უწყებები, არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალურ წესრიგს უზრუნველყოფენ, რეაგირების გარეშე არ დატოვებენ და საჭიროების შემთხვევაში დროულად აღკვეთენ ნებისმიერ კანონდარღვევას.

მამუკა ბახტაძის თქმითვე, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის გარანტირებული იქნება არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგისა და გაშუქების დაუბრკოლებლად განხორციელების პირობები.

დღის ამბები