19 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
„არ ვაკეთებ კომენტარებს... გავიღიმებთ და ხვალ ვიგებ“ - სალომე ზურაბიშვილი მედიის კითხვებს არ პასუხობს 

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში მყოფი ეუთოს - ოდირის სადამკვირვებლო მისიის წევრები, საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრებს მართავენ. ისინი უკვე შეხვდნენ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს. 

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. განხილულ საკითხებზე ჟურნალისტებთან არც შეხვედრიდან გამოსულ ზურაბიშვილს უსაუბრია.

საპრეზიდენტო კანდიდატმა არც ჟურნალისტების მიერ Edison research-ის კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. 

კვლევის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს 52% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 48%. 

„არ ვაკეთებ კომენტარებს... გავიღიმებთ და ხვალ ვიგებ,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს რამდენიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და ასეულობით უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდება.  

დღის ამბები