მამუკა მდინარაძე "რუსთავი 2"-ს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბრიფინგებს პირდაპირ ეთერში შეგნებულად არ უშვებს, რათა მოსახლეობამ სიმართლე ვერ გაიგოს.
ის ასევე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს "რუთავი 2"-ის ჟურნალისტები ე.წ. სიებთან დაკავშირებით დასდევენ და აღნიშნავს, რომ სიებში უკანონო არაფერია.
„ვაკის მე-11 უბანზე, როდესაც გამოჩდნენ უცხოელი დამკვირვებლები, "ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენლები შეეცადნენ პროვოკაციის მოწყობას, მაგრამ მადლობა მინდა ვუთხრა რიგით მოქალაქეებს, ცესკო-ს წარმომადგენლებს, კომისიების წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ნებისმიერ მათგანს, ვინც უბანზე იმყოფებოდა, არცერთი მათგანი ამ პროვოკაციას არ წამოეგო.
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით დასდევენ ჩვენს მომხრეებს, მათ შორის კოორდინატორებს, „ქართული ოცნების“ აქტივს, სიებთან დაკავშირებით. მე მათ მოვუწოდებ, რომ არაფერი ამ სიებში არ არის უკანონო. ყველა პარტიას, ხაზს ვუსვამ, თითქმის ყველა პარტიას, ეს სიები აქვს წაღებული ცესკოდან, ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომელიც პარტიას სეუძლია გამოითხოვოს და ამ უფლებით ყველა ძირითად საარჩევნო სუბიექტს, მათ შორის პარტიებს, რომლებიც არიან ცესკო-ში რეგისტრირებულები და ამ სიაში არცერთში არ არის არაფერი უკანონო,“ - აცხადებს მდინარაძე.