19 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
"ყველა უბანზე „ქართული ოცნება“ კოორდინაციაშია სუს-თან და პოლიციასთან" - ხატია დეკანოიძე

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე, ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების წართმევას ეხმაურება.

დეკანოიძის თქმით, ოცნების წარმომადგენლებმა არაერთ ამომრჩეველს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს.

„ყველა უბანზე არის მობილიზაცია, ყველა უბანზე ქართული ოცნება კოორდინაციაშია სუს-თან და პოლიციასთან. ყველა უბანზე ზონდერების, სპორტული აღნაგობის ადამიანების და ასევე კრიმინალური ელემენტების მობილიზაციაა,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, ამომრჩეველზე ზეწოლა და ტერორი მიმდინარეობს, თუ ისინი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს დაუჭერენ მხარს.

დღის ამბები