საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია მარნეულის 49-ე უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილობას ითხოვს.
ამის შესახებ საგანგებო განცხადება საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, გააკეთა.
„საია მარნეულის 49-ე უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილობას ითხოვს. მარნეულის 49-ე უბანზე დაფიქსირდა სავარაუდო გაყალბების რამდენიმე ფაქტი, მათ შორის, ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ხმის განმეორებით მიცემის ფაქტი.
„საია-ის დამკვირვებლის ინფორმაციით, 49-ე უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, სანან ბადაოვმა, რომელიც ამ უბნის ამომრჩეველი არ არის. საია-ის დამკვირვებლის მიერ სიების გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამომრჩეველი სახელი და გვარით სანანი ბადაოვი რეგისტრირებულია მარნეულის 48-ე უბანზე,“ - განაცხადა სალაძემ.
სალაძის თქმით, ამას გარდა საია-ის დამკვირვებელმა კიდევ დააფიქსირა პირი, რომელმაც აღნიშნულ უბანზე ორჯერ მისცა ხმა. სალაძის თქმით, 5 პირს, რომლებსაც მარკირება უკვე გავლილი ჰქონდათ, კიდევ ცდილობდნენ ხმის მიცემას, თუმცა, ვერ მოახერხეს.
"საია ასევე მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე," - განაცხადა სულხან სალაძემ.