მარნეულში, სოფელ იმირში ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, 59-ე უბანზე გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს 6 ხმით აჯობა, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ ოპოზიციას ოქმის ქსეროასლის გადაღების უფლება არ მისცა, რასაც ვითარების დაძაბვა მოჰყვა.
ოპოზიცია მმართველ პარტიას შემაჯამებელი ოქმის ცესკოში წაღების საშუალებას არ აძლევდა. მოხდა დაპირისპირება სამართალდამცველებთანაც.
„ოლქში შემოსული ოქმი, რაზეც დამსწრე კომისიის წევრი, ყველა აწერს ხელს, ოქმის გადაკეთება ორიგინალებს არ ემჩნევა, სხვას მე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. ნაციონალური მოძრაობის საუბნო კომისიის წევრს მოწერილი აქვს ხელი 59-ე საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმზე,“ - განაცხადა #22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ.