საქართველოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა, ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა.
საზეიმო მიღებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ოჯახებთან ერთად დაესწრნენ.
დღესვე პრეზიდენტმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის 112-ის სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.
“დღეს მინდა კიდევ ერთხელ თქვენთან მადლობა ვუთხრა, ჩვენს თანამებრძოლებს, ვინც გმირულად იდგა 2008 წლის ომის დროს. ისინი იდგნენ რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიის პირისპირ და მადლობა ვუთხრა არა მარტო იმ გმირობისთვის, რომლითაც იცავდნენ საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს მიწა-წყალს, არამედ აგრეთვე იმისთვის, რომ სადაც და როგორც არ უნდა განხილულ იქნას ეს საქმე, ღირსება ქართველი ჯარისკაცის, რომელიც არის ერთდროულად - მებრძოლი, გმირი, შეუპოვარი, მაგრამ ამავე დროს არ არღვევს, ჰუმანიზმის პრინციპებს, ეს დადასტურდა ამ სისხლიან ბრძოლაში. მადლობთ, რომ ამ ომიდან საქართველო გამოვიდა მორალურად წელში გამართული, იმიტომ რომ ვერავინ ვერ დააბრალებს ქართველ ჯარისკაცს, რომ რაიმე უკანონობა ჩაიდინა. არც ერთ ჯარისკაცს, არც ერთ კაპრალს, არც ერთ სერჟანტს, არც ერთ ოფიცერს, არც ერთ გენერალს - არ დაურღვევია მთავარი პრინციპები,“- განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა.