26 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
ევროკავშირის სამიტი ბრექსიტის თემაზე უშედეგოდ დასრულდა

ევროკავშირის სამიტი ბრექსიტის თემაზე უშედეგოდ დასრულდა. ლიდერებმა შეთანხმების პროექტზე ხელახალი მოლაპარაკება გამორიცხეს, თუმცა დოკუმენტში გარკვეული განმარტებების შეტანას დათანხმდნენ.

თავად ტერეზა მეი აცხადებს, რომ ბრიტანეთის პარლამენტის წევრებისთვის გარანტიების მიღება კვლავ შესაძლებელია. მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღიარა, რომ ინტენსიური დისკუსია ჰქონდა ევროკომისიის პრეზიდენტთან, რომელმაც ჯერ კიდევ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განხილვებს ბუნდოვანი და სიზუსტეს მოკლებული უწოდა.

სამიტს თან ახლდა კურიოზიც. ტელეკამერების ყურადღების ცენტრში ჟან კლოდ იუნკერი მოექცა, რომელმაც მისალმების დროს ევროკომისიის პროტოკოლის უფროსის მოადგილეს თმა აუჩეჩა. 

 

დღის ამბები