18 მაისი 2024,   22:01
ვრცლად
"ზურაბიშვილის გზავნილია, რომ ცილისწამების გარდა, სხვა საკითხებზე არაფერ შუაშია" - ანალიტიკოსები პრეზიდენტის გამოსვლას აკრიტიკებენ

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველ პრესკონფერენციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფასებენ. ანალიტიკოსები ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურნენ, სადაც პრეზიდენტი ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ პოლიტიკური ფიგურა არ არის და საკუთარი აზრი მნიშვნელოვან საკითხებზე არა აქვს.

სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონზე ისაუბრა, რომელთან დაკავშირებით მუშობა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მუშაობა უკვე დაიწყო.

ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას ექსპერტები აკრიტიკებენ.

არასამთავრობოების აზრით, პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა, რაც დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლების დასაწესებლად ახალი რეგულაციების შემოღებასთან, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა.

„ძალიან უხერხულია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს ცილისწამებასა და ცილისმწამებლურ კამპანიაზე მაშინ, როდესაც მთავარი ორკესტრირება ამ კამპანიის მისი საარჩევნო შტაბიდან მოდიოდა და გრძელდება დღემდე Facebook Page-ების მიერ სხვადასხვა ადამიანის მიმართ, რომლებიც გამოყენებულნი იქნა მისთვის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში,“ - განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

ანალიტიკოსების შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია მხოლოდ ცილისწამების კანონთან დაკავშირებით ჰქონდა, დანარჩენ საკითხებზე მისი გზავნილია, რომ „ის არაფერ შუაშია“.

„ერთადერთი საკითხი, რაზეც მას პოზიცია აღმოაჩნდა, ეს იყო ცილისწამების საკითხი, რაც. პრაქტიკულად, ნიშნავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ფიქრს,“ - განაცხადა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ, გია ნოდიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, პრეზიდენტს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მკაფიოდ უნდა დაეფიქსირებინა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის, შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს სასამართლოსთან მიმართებაში, პრაქტიკულად, არაფერი უთქვამს.

ამავე თემაზე
დღის ამბები