19 მაისი 2024,   04:37
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები - ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პარლამენტს ინიციატივას წარუდგენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პარლამენტს ინიციატივით მიმართავენ.

საკანონმდებლო წინადადება კანდიდატურების შერჩევის გაცილებით გამჭვირვალე პროცესს ითვალისწინებს.

საუბარია კანდიდატებთან გასაუბრების ღიაობაზე, როდესაც დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება პროცესს დააკვირდნენ. საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ეს უზრუნველყოფს ყველასთვის სასურველი, დამოუკიდებელი კანდიდატების არჩევას.

ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში დღეს დარეგისტრირდება.

„ჩვენი პროექტი ეხება პროცედურებს და აქ არის წარმოდგენილი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას, ფილტრის მექანიზმის შექმნას იმისათვის, რომ კარგი კანდიდატები შეარჩიოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

მნიშვნელოვანია, რომ ისე დაიხვეწოს პროცედურები, რომლებიც გამორიცხავს კლანის წევრების, მათ შორის, ჩინჩალაძის, გვრიტიშვილის, მიქაუტაძის და სხვა ისეთი ადამიანების წარდგენას პარლამენტში, რომელთა რეპუტაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები