18 მაისი 2024,   19:56
ვრცლად
არავის უნახავს ეს ვიდეოჩანაწერები - კალაძე ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე

„არ ვიცი, რა ჩანაწერებზეა საუბარი. გუშინ საუბარი იყო ვრცელდებოდა, თუმცა არავის უნახავს ეს ვიდეოჩანაწერები,“- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სოციალურ ქსელში შესაძლო გავრცელებას.

კახა კალაძის თქმით, მისთვის პირადი ცხოვრების გასაჯაროება მიუღებელია. დედაქალაქის მერი აღნიშნავს, რომ გამოძიებამ უნდა გაარკვიოს საქმის ვითარება.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. გამოძიებამ უნდა დადგინოს რასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, შეიძლება კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ რაღაცას ამ მიმართულებით,“- განაცხადა კახა კალაძემ.

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების სოციალურ ქსელში გავრცელების შესახებ დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა. დეპუტატმა გუშინ თქვა, რომ კადრები სოციალურ ქსელში, მისმა ოჯახის წევრმა ნახა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.  სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს დავით ჭიჭინაძე და მისი რძალი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები