18 მაისი 2024,   19:56
ვრცლად
პოლიტიკა უნდა იყოს ბევრად უფრო მორალური, ვიდრე არის დღეს - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას კრიტიკულად აფასებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს კადრები არ უნახავს, თუმცა ამბობს რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა, რასაც დროული მოკვლევა სჭირდება.

„ჩემი აზრით, პოლიტიკა უნდა იყოს ბევრად უფრო მორალური, ვიდრე არის დღეს. ეს აბსოლუტურად ყველას ეხება. ეს ასე არის, ჩემი პირადი შეხედულება არ არის მხოლოდ. რაც შეეხება ყველა ასეთ დანარჩენ ფაქტს, მუშაობს სამართალდამცავი ორგანოები, იქნება გამოძიება და გაეცემა პასუხი,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ეკა ბესელიამ გუშინ ორი განცხადება გაავრცელა. მან პირველ წერილში საგამოძიებო უწყებების პირველ პირებს აღნიშნული შემთხვევის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა. 

მეორე განცხადებაში კი დეპუტატმა პირდაპირ თქვა, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება „ქართული ოცნების“ მასთან დაპირისპირებული წევრების ინტერესში შედიოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები