19 მაისი 2024,   04:00
ვრცლად
გიორგი გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ კობახიძე კაბელების საქმის არაგრიფირებულ ნაწილს გაეცნო

ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე კაბელების საქმეზე საქმის მხოლოდ იმ ნაწილს გაეცნო, რომელიც გრიფირებული არ არის. 

გაჩეჩილაძე დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძე მაღალი დონის იურისტია და ის ისეთ შეცდომას არ დაუშვებდა, როგორიც გრიფირებული საქმის უკანონოდ გაცნობაა. 

"საქმეს გააჩნია არასაიდუმლო ნაწილიც. აქედან გამომდინარე მე ვიცი, რომ ლაპარაკი იყო არასაიდუმლო ნაწილზე, ალბათ ამ არასაიდულმლო ნაწილში რაღაც ინფორმაცია იყო, რომელიც საფუძველს აძლევს, რომ ისაუბროს ამ თემებზე. დარწმუნებული ვარ, ირაკლი იმდენად მაღალი დონის იურისტია, რომ ეგეთ შეცდომას არ დაუშვებდა,"-ამბობს გია გაჩეჩილაძე.

თამარ ჩუგოშვილი კი აცხადებს, რომ საქმესთან შეხება მას არ ჰქონია, არც ის იცის ჰქონდა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარეს საქმეზე დაშვების რაიმე უფლება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ის შეფასებებისგან თავს სწორედ იმიტომ იკავებს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ის  გაეცნო ე.წ. კაბელების საქმის მასალებს, რომელთან წვდომა ადვოკატებსაც კი მხოლოდ პროკურატურაში ჰქონდათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები