19 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
დეკანოზის გაწერის გადაწყვეტილება მომდინარეობდა არა ღუდუშაურის კლინიკის მიერ, არამედ პენიტენციური სამსახურიდან - დავით ჯანდიერი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ღუდუშაურის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაყვანას იურისტი და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, დავით ჯანდიერი ეხმაურება.

ჯანდიერის თქმით, მამა გიორგი მამალაძის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ინიციატორი სასჯელაღსრულების დაწესებულება იყო და ღუდუშაურის კლინიკის ექიმები საქმის კურსში არ იყვნენ.

ჯანდიერი აცხადებს, რომ ამის შესახებ თავად მამა გიორგი მამალაძემ უამბო, რაც მათთან ერთად მყოფ პირად ექიმს არ უარყვია.

„დეკანოზმა თქვა, რომ დილით მასთან შევიდა ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელი და ჰკითხა, რაიმე პრეტენზია ხომ არ არსებობდა და 15 წუთში მისი მკურნალი ექიმი, რომელმაც თქვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება მისი გადაყვანის შესახებ. როდესაც დეკანოზმა ეს თქვა, მისი მკურნალი ექიმი ესწრებოდა ამ საუბარს და მას ეს არ უარყვია. მან დაადასტურა, რომ ეს საკითხი წარმოიშვა ანუ ინიციატივა მოდიოდა არა მკურნალი ექიმისგან - გაწერის, არამედ ინიციატივა მოდიოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მან გამოიყენა ასეთი ფრაზებიც - გუშინ არ ვიცოდი, თუ გაწერა მოხდებოდა. ასევე - ასე გამოვიდა. ნათელი არის იმთავითვე, რომ გადაწყვეტილება მისი გაწერის შესახებ მიღებული არ ყოფილა და ეს საკითხი არ მომდინარეობდა ღუდუშაურის კლინიკის მიერ, არამედ ეს საკითხი მომდინარეობდა პენიტენციური სამსახურის მიერ,“ - განაცხადა ჯანდიერმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის საავადმყოფოდან გლდანში, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები