დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სასადილო დარბაზის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად მე-19 საუკუნის ჭურჭელი დაზიანდა. ჭერის ნაწილის ჩამონგრევის გამო, არავინ დაშავებულა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მუზეუმში დამთვალიერებლები არ იმყოფებოდნენ.
წინასწარი დათვალიერებით, დაზიანებული ექსპონატების რესტავრაცია შესაძლებელი იქნება. თბილისიდან დადიანების მუზეუმში რესტავრატორთა ჯგუფი ჩავა.
ჭერის ნაწილის ჩამონგრევის მიუხედავად, დადიანების სასახლე დამთვალიერებლებისთვის ღიაა.
მუზეუმის დირექტორის განცხადებით, დადიანების ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად ტარდება ღონისძიებები, სადაც გამოყენებულია ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, რაც, ლილი ბერაიას თქმით, ძველ შენობებში რყევებს იწვევს.