17 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
მრავალბინიანი სახლი თბილისის ისტორიულ უბანში - ზალდასტანიშვილის ქუჩის მცხოვრებლები მშენებლობას აპროტესტებენ 

თბილისში, ზალდასტანიშვილის ქუჩაზე, ქალაქის ისტორიულ უბანში მოსახლეობა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებს.

მათი მტკიცებით, შენობა ნაყარ მიწაზე შენდება, რაც საფრთხეს ქმნის. ადგილობრივების თქმით, მშენებლობის გამო ბეტონის ჯებირს ანგრევენ, რის შედეგადაც ზიანდება წმიდა მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესია და საცხოვრებელი სახლებიც.

მრავალბინიან სახლს ამხანაგობა "მთაწმინდა რეზიდენსი" აშენებს.

დღის ამბები