17 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
თუ გახარიას წერილი არსებობს, მექნება რეაგირება - ლომჯარია ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება

თუკი გახარიას წერილი არსებობს, ეს მძიმე ბრალდებაა - ამ განცხადებას სახალხო დამცველი აკეთებს. ნინო ლომჯარია მზად არის საკითხზე სასაუბროდ TBC ბანკის ერთ-ერთ დამფუძნებლებს შეხვდეს.

ომბუდსმენი ამბობს, რომ ეს საკითხი სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს. მისი თქმით, TBC ბანკის საქმეზე საუბარი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშიც იქნება. 

„რაც მოვისმინე, როგორც მათთან შეხვედრის დროს, ასევე გუშინ საპარლამენტო საკომიტეტო განხილვაზე ნამდვილად არის ის საკითხები, რაც ექცევა ადამიანის უფლებების დაცვის ქვეშ. წერილთან დაკავშირებით, თუკი მსგავსი რამ არსებობს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება და რა თქმა უნდა, მექნება რეაგირება. არ ვიცი, ეს იქნება პირადი შეხვედრის ფორმით, თუ სხვა ფორმით, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და თუკი დადასტურდა ამაზე ძალიან სერიოზული რეაგირება არის საჭირო არა მარტო სახალხო დამცველის, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც. ზოგადად, ეს ფაქტი, ჩამოწერის საკითხი იყო პრობლემატური. ჩვენ ამ საკითხს, ასევე, შევეხებით ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ძალიან მალე გახდება საჯარო და მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც ძალიან პრობლემატურ გადაწყვეტილებად იქნა მიჩნეული. რაც შეეხება, იყო, თუ არა იძულება, ასე პირდაპირ ამის შესახებ არ განუცხადებია ბატონ ხაზარაძეს, თუმცა ალბათ ეს გარემოებები საჭიროებს დამატებით შესწავლას,“ - აცხადებს ლომჯარია.

დღის ამბები