23 დეკემბერი 2024,   09:51
ვრცლად
„სოლიდარობა ქალებს“ - აქცია ქალთა უფლებების დასაცავად დედაენის ბაღში

„სოლიდარობა ქალებს“ - ქალთა უფლებების დასაცავად სოლიდარობის ქსელმა დედაენის ბაღში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობას, სექსუალურ შევიწროებას და საპენსიო პოლიტიკას აპროტესტებდნენ. ისინი თანაბარ შრომით ანაზღაურებას და ღირსეულ პენსიასაც ითხოვდნენ. 

დედაენის ბაღამდე აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ, სადაც მანიფესტიც წაიკითხეს.

„მოვითხოვთ, დასრულდეს სექსუალური შევიწროება და ძალადობა ყველგან, მათ შორის სამუშაო ადგილზე. საზოგადოების თითოეულ წევრს გვაქვს ვალდებულება, ჩავერთოთ ასეთ შემთხვევებში, დავიცვათ ერთმანეთი ძალადობისგან. გვჯერა, რომ ძალადობაში დამნაშავე მსხვერპლი არ არის,“ - განაცხადეს აქციაზე.  

ამავე თემაზე
დღის ამბები