17 ნოემბერი 2024,   15:02
ვრცლად
ივანიშვილი ბოტანიკური ბაღის ხარჯზე დამატებით 14 ათასი კვ.მ. ფართობი მიწის მიერთებას გეგმავს - ოპოზიციამ დოკუმენტები მოიპოვა

ბიძინა ივანიშვილი ფართოვდება - მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ ლიდერი ბოტანიკური ბაღის ხარჯზე დამატებით 14 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მიწის მიერთებას გეგმავს. თბილისის გენგეგმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიციამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ერთ ნაწილზე მშენებლობებია გათვალისწინებული.

Image result for ირაკლი ნადირაძე„ახალი გენგეგმის პროექტით ჩვენ ვხედავთ,რომ ბიძინა ივანიშვილის ღობის მომიჯნავედ 14 ათას 500 კვ.მეტრს ეცლება სტატუსი და  რეკრეაციული ზონა1 იცვლება რეკრეაციული ზონა2-ით, სადაც შესაძლებელია სპეციალური ნებართვით მშენებლობები. ისმის კითხვა - თუ ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი, თუ ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს გაფართოებას თავის რეზიდენციის და ამ მიწის შემოერთებას, რატომ ცვლის ბოტანიკური ბარი და თბილისის მერია ამ ზონას ზუსტად იმავე ზონით, რაც ადევს ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეს.

"სამწუხაროდ ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ თბილისელები მიიღებენ არა მათ გენგეგმას, არამედ ივანიშვილს კალაძის ბიზნესგეგმას და სხვას არაფერს“-განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ იმ პირთა და კომპანიათა სახელი, რომელთა კუთვნილ ტერიტორიასაც ზონალური სტატუსი ეცვლება „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული.

Related image„ეს არ არიან უბრალოდ ადამიანები, ამ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი ადამიანები დაკავშირებული არიან "ქართულ ოცნებასთან". მაგალითად, გიორგი გველესიანი, რომელიც არის 120 ათასი ლარით "ქართული ოცნების" შემომწირველი და რამდენიმე ათასობით კვადრატულ მეტრზე მისცეს გამწვანების ზონაში საცხოვრებელი ზონა.

"აქ არის კომპანიები, რომლებიც დაკავშირებული არიან „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან.  აქ არიან კონკრეტული ადამიანები, მაგალითად ბიზნესმენი გოგი თოფაძე რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს თავმჯდომარის მამასთან და მისი ბიზნესპარტნიორია პირდაპირ ამ ადამიანსაც ახლა სამრეწველო ზონაში ახლა მიეცა საცხოვრებელი ზონა სამშენებლო პოლიგონად რომ გადააქციოს იმის შესაძლებლობა“-ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები