თბილისში, მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების თარიღი ცნობილია - ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.
ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი დატოვა, შესაბამისად თბილისის ამ უბანს პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავს.
ამ ეტაპისთვის ცნობილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. "თავისუფალი დემოკრატებიდან" კენჭს, პარტიის თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე იყრის.