ქურდობის კურიოზული შემთხვევა შვეიცარიაში - სამართალდამცავებმა ინციდენტში მონაწილე ორი ქართველი დააკავეს.
19 და 26 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც გასაძარცვად კოტეჯში შევიდნენ, დანაშაულის ადგილზე ჩაეძინათ. ისინი სახლის მეპატრონემ იპოვა, რის შემდეგაც მძარცველებმა გაქცევა მოახერხეს, თუმცა პოლიციელებმა ორივე მალევე დააკავეს.
შემთხვევა ქალაქ პიან სან ჯაკომოში მოხდა. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. შვეიცარიელი სამართალდამცველების განცხადებით, პიან სან ჯაკომოში კიდევ რამდენიმე სახლია, რომლებიც სავარაუდოდ ქართველებმა დაკავებამდე გაქურდეს.