კვლევა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მოამზადა, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობას ეხება. კვლევაში მოცემულია, სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს განჩინებების ანალიზი. ასევე, ყურადღება გამახვილებულია დამცავი და შემაკავებელი ორდერის გაცემაზე, რომელიც ერთ-ერთ მთავარ პრობლემურ საკითხადაა მიჩნეული. საუბარი ეხება, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ ოჯახებზე გამოჩენილ უყურადღებობასაც. კერძოდ, გამოკითხული ადამიანების უმრავლესობა ამბობს, რომ პოლიციელთა მხრიდან მონიტორინგი ფაქტობრივას არ ხორციელდება. შეხვედრაზე მიწვეული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე პროკურორები, მოსამართლეები და ადვოკატები.