17 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
„ჰიბრიდული ომი“ და კიბერთავდასხმები სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე - სუს-ი 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2018 წლის ანგარიშშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით დგინდება, რომ  უცხო ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო აქტიურად იყენებენ კიბერსაშუალებებს.  

ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და მათ მიერ კონტროლირებადი ჰაკერული ჯგუფების მიერ სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიბერშეტევებისა და კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორციელება.

ანგარიშში წერია, რომ „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედია-საშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება. 

სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე შეფასებები პარლამენტშიც გაკეთდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუშმა ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ კუთხით სახელმწიფო უსაფრთხოების მხრიდან არაფერი გაკეთებულა და წინსვლა არ არის.

„ოკუპაცია არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, მათ შორის საფრთხეები, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსვამთ საკითხებს რეალურად რას აკეთებს უსაფრთხოების სამსახური იმისთვის, რომ ეს საფრთხეები გაანეიტრალოს, გარდა ამისა, რა კეთდება საერთოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ არის სტანდარტული პასუხები რომ მუშაობენ, თუმცა შედეგები ჩვენ გვაქვს საკმაოდ მძიმე, მათ შორის არის რამდენიმე მოკლული ჩვენი მოქალაქე,“- განაცხადა  ტუღუშმა.

დღის ამბები