16 ნოემბერი 2024,   20:06
ვრცლად
გადამწყვეტი შეტევა "რუსთავი 2"-ზე - ივანიშვილს ქვეყნის მთავარი არხის დახურვა სურს 

გადამწყვეტი შეტევა "რუსთავი 2"-ზე დაიწყო - ივანიშვილის გუნდი უკვე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ ელოდება და ისევ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს გზით ცდილობს დახუროს ქვეყნის მთავარი არხი. ბიძინა ივანიშვილს, რომ დიდი ხანია სურს დამოუკიდებელი და კრიტიკული "რუსთავი 2"-ის გამორთვა, თავად ოლიგარქს არაერთხელ უთქვამს საჯაროდ. ახლა კი ეს პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ  "ქართულმა ოცნებამ", "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ დაწყებული ამ ახალი შეტევით, საბოლოოდ თქვა უარი ევროპულ მისწრაფებებზე, დემოკრატიულ ფასეულობებზე და არჩევანი გააკეთა რუსული ყაიდის დიქტატურის სასარგებლოდ, სადაც არ არსებობს თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი არჩევნები.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, "რუსთავი2"-ზე მორიგი თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება სურს. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანიაზე მორიგი თავდასხმა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე პრობლემას შეუქმნის. მისი განცხადებით, მედიაზე თავდასხმის პარალელურად ქვეყნის საგარეო კურსსა და ნეიტრალიტეტზე საუბრის დაწყება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება რუსულ ინტერესებს ემსახურება. 

"რუსთავი 2"-ის საქმე უკვე მოხვედრილია ყველა საერთაშორისო ანგარიშსა და შეფასებაში, სადაც ჩვენს ხელისუფლებას აკრიტიკებენ  ჩვენი დასავლელი პარტნიორები მე ვშიშობ,რომ რუსთავი2-ზე მორიგი თავდასხმა და ამის შემდეგ მცდელობა ჩატარდეს ისეთი არჩევნები, როგორიც იყო უკანასკნელი არჩევნები ძალიან დიდი ხნით ჩაუკეტავს საქართველოს გზას ევროინტეგრაციის კუთხით. როდესაც ამის პარალელურად უკვე საუბრობენ ნეიტრალიტეტზე, საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე, ეს მთლიანობაში ქმნის ნათელ სურათს საით აპირებს ბიძინა ივანიშვილი წაიყვანოს ქვეყანა უახლოეს მომავალში,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები