ივანიშვილმა ყველაფერი წაიღო და ახლა "რუსთავი2"-ის წაღება სურს - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "რუსთავი2"-ზე მორიგ თავდასხმას.
მისი თქმით, საქართველოში აღარ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, აღარ არსებობს ეკონომიკა და ახლა ბიძინა ივანიშვილს სურს გააჩუმოს დამოუკიდებელი მედია.
„მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს სარჩელი დაწერილია ერთობლივად კახა ბექაურის ლაშა ნაცვლიშვილის და ყველას მიერ თუ ვინმე ყველაფრის მკადრებელი არსებობს ამ ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილის კარზე.
ჩვენ რომ გვქონდეს წესიერი სასამართლო საერთოდ სასაცილო იქნებოდა ეს სარჩელი, მაგრამ ჩვენ სასამართლო აღარ გვაქვს, ივანიშვილმა უკვე აიღო სასამართლო საკუთარ ხელში. ის თანდათანობით იღებს ყველაფერს დ ავერ ივიწყებს რუსთავი2-ს. მ,ან კიდევ ერთხელ გადაწყვიტა რომ წაიღოს "რუსთავი2". აღარ გვაქვს სასამართლ, აღარ უნდა გვქონდეს მედია, აღარ გვაქვს ეკონომიკა, აღარაფერი აღარ გვაქვს, ივანიშვილის უკანა ეზო ვართ და ჩვენ არ უნდა მივცეთ ივანიშვილს ამის უფლება,“-ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.
სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.
გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.