16 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
შეტევა „რუსთავი 2-ზე“ და ახალი სარჩელი - ნინო ნიჟარაძის ადვოკატი განმარტებას აკეთებს

შეტევა „რუსთავი 2-ზე“ და ახალი სასამართლო დავა - სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძის ადვოკატი განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, მიმდინარეობს სამართლებრივი და სამეწარმეო დავა და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

გიორგი ყავლაშვილის თქმით, ნინო ნიჟარაძისთვის ცხადია, რომ „რუსთავი 2-ის“ მიმართ ხორციელდება არასწორი მენეჯმენტი. 

ადვოკატი ადასტურებს, რომ 2015 წლიდან ცდილობენ გარკვეული დავების წარმოებას, თუმცა მაშინ პრიორიტეტული ქიბარ ხალვაშის სასამართლო დავა იყო, რომელიც უკვე მიმდინარეობდა. ყავლაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ დასრულდებოდა დავა, მეწილეები შეიცვლებოდნენ და ნინო ნიჟარაძეც წილის მფლობელი აღარ იქნებოდა.

უფლებადამცველის განცხადებით, ნიჟარაძემ სამაუწყებლო კომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნა  შეგნებულად არ მოითხოვა.  

„ნინო ნიჟარაძისთვის ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი არ შეიცვალა, მას კვლავ არ აქვს კომუნიკაცია და უჭირს კომპანიის ხელმძღვანელობასთან. მან ვერ გაყიდა თავისი წილი და ვერ მიიღო თანხები იმ მიზეზით, რომ არ მისცეს ამის უფლება კომპანიის მაჟორიტარმა პარტნიორებმა. დღეს უკვე ოფიციალური მონაცემებით, იქნება ეს საგადასახდო, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ცნობები თუ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მიღებული ინფორმაციები. დღეს მისთვის ცხადია და ნათელია, რომ კომპანიის მიმართ ხორციელდება არასწორი მენეჯმენტი. ეს გამოიხატება იმაში, რომ საგადასახდო ვალდებულებების გამო, მათ უგროვდებათ დავალიანება და ამას მოჰყვება ჯარიმა და საურავები. დღეს საუბარი იმაზე, რომ 2019 წელს ეს რაღაცნაირად შეიძლება პოლიტიკური სარჩული ქვეშ იქნეს მოქცეული, ვფიქრობ, რომ არ არის რელევანტური, იმიტომ რომ დიდი ხანია, ნინო ნიჟარაძეს ეს პოზიცია გააჩნია სწორედ იმ უკონტაქტობის, უყურადღებობის და უკომუნიკაციობის გამო,“ - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები