16 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
"სრულად უჭერენ მხარს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და მედიის დამოუკიდებლობას" - ნიკა გვარამია ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლობას შეხვდა

მორიგი თავდასხმა რუსთავი2-ზე - სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. მან შეხვედრა გამართა ამერიკის საელჩოშიც.

როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, ორივე შეხვედრა დახურულ ფორმატში შედგა, სწორედ ამიტომ, ის განხილული თემის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აცხადებს, რომ ორივე წარმომადგენლობა სრულად უჭერს მხარს მედიის თავისულებას და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.

„შეხვედრა იყო ევროკავშირის წარმომადგენლებთან, შეხვედრა იყო ამერიკის საელჩოში. დახურული შეხვედრები იყო ამიტომ რთულია, მოვყვე ყველაფერი. ერთი, რაც შემიძლია, ვთქვა და ალბათ, თვითონაც გააკეთებენ ამაზე განცხადებას, ორივე წარმომადგენლობა სრულად უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, სიტყვის თავისუფლებასა და  მედიის დამოუკიდებლობას. ეს გარანტირებული დამოკიდებულებაა მათი ამ საკითხებისადმი და ყველაფერი, რაც ამას ხელს შეუშლის, მათთვის მიუღებელია,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

დღის ამბები