16 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
"ნიკა გვარამია ამ ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია" - დავით ჯანდიერი

„მგონი, ყველას გვაქვს დეჟავუ რამდენიმე წლის წინანდელი სიტუაციის. ისევ ის სიტუაცია, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე, რომელიც არის რეალური," - ამის შესახებ იურისტმა, დავით ჯანდიერმა, გადაცემა არჩევანში განაცხადა.

ის რუსთავი2-ის წინააღმდეგ ახალ შეტევას და სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძის სარჩელს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლებას დამოუკიდებელი, კრიტიკული ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სურს. ჯანდიერის განცხადებით, ნიკა გვარამია რუსთავი2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია. 

"ერთ მხარეს დგას ხელისუფლება და მეორე მხარეს დგას ის დემოკრატიული ღირებულებები, რომელიც ამ ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. რუსთავი2 არის ის მედიასაშუალება, რომელს ოთხ ფლაგმანს წარმოადგენს. ნიჟარაძე უდრის ქიბარ ხალვაშს და ქიბარ ხალვაში უდრის ხელისუფლებას, აქ სამართლებრივ წიაღსვლებში შესვლა არასწორი და არასაჭიროა. დროებით ღონისძიებაში მითითებულია, რომ ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკაში და ნებისმიერი ტიპის ქმედება, რომელიც მიმართული იქნება მენეჯმენტის შეცვლისკენ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ განხილული სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა და შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს იგნორირება და მის საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რასაც ასე იოლად არ შეხედავენ ევროპელი პარტნიორები," - აღნიშნა ჯანდიერმა. 

დავით ჯანდიერის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ხელისუფლებამ დამოუკიდებელი აზრი ვერ ჩაახშოს.

„ნიკა გვარამია არის გარანტი ამ ტელევიზიის დამოუკიდებლობის. ნიკა გვარამიაც რაც გააკეთა ამ ტელევიზიისთვის და შესაბამისად, ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის, ეს არის ძლიან დიდი აგური იმისთვის, რომ ამ ქვეყანას უკეთესი მომავალი ჰქონდეს. თითოეული ჟურნალისტისთვის, ვინც ამ ტელევიზიაში მუშაობს, კარგად იცის, რომ ნიკა გვარამიას გარეშე, იმ მიზნის, რომ ეს ტელევიზია იყოს დამოუკიდებელი, მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომ არის ნიკა გვარამია ხელისუფლების სამიზნე. ამიტომ ყველა ამ სიტუაციაში უნდა დავირაზმოთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ გაუვიდეს,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები