"მოგიწოდებთ ყველას, დაიცავით საკუთარი თავი რუსთავი2-ის სახით, დაიცავით საკუთრი, თქვენი და თქვენი შვილების მომავალი,“ - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ, გადაცემა არჩევანში განაცხადა.
ის რუსთავი2-ის წინააღმდეგ ახალ შეტევას და სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძის სარჩელს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლებას კრიტიკული ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სურს. ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიას ებრძვის, რაც დაუშვებელია.
„რომ შევხედოთ, რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი იმიტომ, რომ ამას სახელმწიფო აღარ ჰქვია, რაც ახლა ხდება, ეს არის წმინდა ჰიბრიდული ომის ელემენტები, როცა ყველანაირად ებრძვის რუსთავი2-ს, ეს არის ფინანსური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფიზიკური, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ყველა მეთოდს იყენებენ. რუსთავი2 ხომ მათთვის ტელევიზია არ არის სინამდვილეში, ეს არის სიმბოლო, ის ძალა, რომელიც ვერ დაამარცხა, ერთადერთი გვარამია და თქვენ იყავით, სხვას ყველას მოუგო, ევროპული სასამართლო ვერ იყიდა, მოუგეთ. მეორე ტურიც თქვენ დაგბრალდათ. ის, რომ ბატონ ბიძინას მოუწია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოსვლა და უიმე, მაპატიეთ და ერთი წელი მაცადეთო, თქვა, ესაც თქვენ ბრალია. არ უყვარს მაგ კაცს ტელევიზორში გამოსვლა, რა გაუწყალეთ გული. ამ ყველაფრის ფონზე თქვენ სამიზნე ხართ. ეს უკვე წინასაარჩევნო კამპანია, რუსთავი2 თუ მოიშალა, მაშინ რაღაც შანსები ექნება ხელისუფლებაში დარჩენის, თეორიულად მაინც. რუსთავი2-ს ჩვენ არ ვიცავთ, ჩვენს თავს და ჩვენს მომავალს ვიცავთ, მეორე მხარეს არის ქვეყანაში გაბატონებული ნეპოტიზმი, კორუფცია, განუვითარებელი ეკონომიკა და ამ ყველაფერზე ცინიკური საუბარი, რომ ეს გვეჩვენება,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.