"ბიძინა ივანიშვილი მისთვის მთავარი გამაღიზიანებლების მოშორებით არის დაკავებული და ეს არის რუსთავი2," - ასეთია ელენე ხოშტარიას შეფასება რუსთავი2-ის მიმართ დაწყებულ ახალ შეტევაზე.
ევროპული საქართველოს წევრი აცხადებს, რომ ივანიშვილს და მის ხელისუფლებას აღიზიანებთ რუსთავი2 და ამას ღიად აცხადებენ.
„ცხადია, სამართლებრივი პროცესი ეს არ არის. კითხვა თუ ვინმეს უჩნდება, მე მგონი, პასუხი გაცემულია სტრასბურგის მიერ. სტრასბურგმა თქვა, რომ აქ იყო პოლიტიკური პროცესი და დაანებეთ თავი ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკასო. როგორ უდგება ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას, ის არის დაკავებული მიტაცებით სხვადასხვა ინსტიტუტის. მისთვის ქვეყნის მართვა არის საკუთარი კომფორტის შექმნა, სკამის გამყარება. ამისთვის მას სჭირდება, აკონტროლოს პროკურატურა, აკონტროლოს სასამართლო და ჩაიგდოს ხელში ტელევიზია, რომელიც არის მისთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ არავინ მისცემს უფლებას ბიძინა ივანიშვილს, მიიტაცოს რუსთავი2 და მთლიანი ქვეყანა.
ის აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ ის არის შეშინებული და დასუსტებული და მან კარგად იცის, რომ ვერ მოიგებს არჩევნებს.