16 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
„მომხიბვლელი ხე "რუსთავი2"-ის სახით ივანიშვილს უნდა, რომ მოთხაროს და გადარგოს თავის ეზოში" - ფიქრია ჩიხრაძე

„ეს ძალიან მომხიბვლელი ხე, მრავალტოტიანი და ფესვიანი, რუსთავი2-ის სახით, მას უნდა, რომ მოთხაროს და გადაერგოს თავის ეზოში,“ - ეს განცხადება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ, გადაცემა არჩევანში ბიძინა ივანიშვილის მისამართით გააკეთა.

ის რუსთავი2-ის წინააღმდეგ ახალ შეტევას და სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძის სარჩელს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვის, დამოუკიდებელი მედიის დაცვა. ფიქრია ჩიხრაძემ მხარდაჭერა გამოუცხადა რუსთავი2-სა და მის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

"მან წარმატებით მოთხარა და გადარგა ბევრი ხე თავის ეზოში, თუ თავის ბაღში, სასამართლო სისტემის სახით, კონტროლირებული ბიზნესის სახით, გაკონტროლებული ბევრი მედიის სახით, გაკონტროლებული პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების სახით. უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე - ეს ხეც, ეს ძალიან მომხიბვლელი ხე, მრავალტოტიანი და ფესვიანი რუსთავი2-ის სახით, მას უნდა, რომ მოთხაროს და გადარგოს თავის ეზოში. ეს ძალიან პრობლემური ამბავია. ეს ძალიან დიდხანს არ შეიძლება, გაგრძელდეს,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს ასეთ დროს პოზიცია უნდა ჰქონდეს, თუმცა, ფიქრია ჩიხრაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს უცნაური პოზა აქვს არჩეული, რომ ბევრი საკითხი არ ეხება.

„ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ვერ ხედავენ, რამხელა საფრთეს შეიცავს მათთვისაც ამ შემთხვევაში რუსთავი2-სა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მე ვერაფერს ვიტყვი ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელსაც ნამდვილად ევალება ასეთ დროს, რომ ჰქონდეს პოზიცია, თუმცა, მას უცნაური პოზა აქვს არჩეული, რომ უამრავი რამ არ ეხება, მაგრამ ხანდახან ისეთ რაღაცებს ეხება, რომ ის რაღაცები საშინლად ფეთქდება ხოლმე," - აღნიშნა ჩიხრაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები